AML პოლიტიკა1 თებერვალი 2023
ზოგადი დებულებები 1. შპს დიჯითალ პლათფორმ (საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე მოქმედი მეწარმე სუბიექტი; ს/ნ 405386826) (შემდგომში - კომპანია) წარმოადგენს ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერს, რომელიც მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე/ფარგლებში. კომპანიის მიზანია გამჭირვალე და ღია საქმიანი ოპერაციების შესრულება საქართველოში რეგულირებელი ვალდებულებების შესაბამისად. 2. წინამდებარე პოლიტიკა ეფუძნება და მოიცავს „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის პრინციპებსა და რეგულაციებსა და ფინანსური ქმედების სპეციალური ჯგუფის (FATF) რეკომენდაციებს. 3. პოლიტიკის მიზანია განსაზღვროს სათანადო კონტროლის სისტემა, რომელსაც ორგანიზაცია გამოიყენებს ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ საქმიანობისთვის. 4. კომპანია აცნობებს მომხმარებლებს, რომ მას გააჩნია შიდა პოლიტიკა და პროცედურები, რომელიც მიზნად ისახავს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის ღონისძიებების განხორციელებას, ხოლო წინამდებარე დოკუმენტი წარმოადგენს კომპანიის ზოგად პოლიტიკას. 5. კომპანია არ არის ვალდებული მომხმარებელს დეტალურად განუმარტოს მომსახურებაზე უარის თქმის ან/და მომსახურების შეწყვეტის მიზეზები და საფუძვლები, ან/და კომპანიის მიერ საქართველოს კანონმდებლობის, მარეგულირებელი ორგანოს მითითების/რეკომენდაციის ან/და შიდა პოლიტიკისა და პროცედურების საფუძველზე გატარებული ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია. 6. კომპანიას უფლება აქვს მომხმარებელს მოსთხოვოს ინფორმაციის ან/და დოკუმენტის წარმოდგენა კომპანიის მიერ დადგენილი ფორმით და მომხმარებლის მხრიდან აღნიშნულზე უარის თქმა შესაძლოა წარმოადგენდეს კომპანიის მიერ უპირობოდ მომსახურების გაწევაზე უარის თქმის ან/და მომსახურების შეწყვეტის საფუძველს. ტერმინთა განმარტებები წინამდებარე დოკუმენტში გამოყენებულ ტერმინებს ამ დოკუმენტის მიზნებისათვის აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ფულის გათეთრება – უკანონო შემოსავლისათვის კანონიერი სახის მიცემა (შეძენა, გამოყენება, გადაცემა ან სხვა მოქმედება), აგრეთვე მისი ნამდვილი წარმოშობის, მესაკუთრის ან მფლობელის ან/და ქონებრივი უფლებების დამალვა ან შენიღბვა ან/და ასეთი ქმედების ჩადენის მცდელობა; ტერორიზმის დაფინანსება – ნებისმიერი პირის მიერ ნებისმიერი საშუალებით, პირდაპირ ან არაპირდაპირ, უკანონოდ და შეგნებულად შესრულებულ ნებისმიერ ოპერაციას (თანხის ოდენობის მიუხედავად), რომლის მიზანია ფულადი სახსრების მოძიება, ან შეგროვება იმ განზრახვით, ან იმ ინფორმაციის საფუძველზე, რომ ეს თანხა ნაწილობრივ, ან მთლიანად გამოიყენება ტერორისტული აქტების გარკვეულ შემთხვევებში ეს შეიძლება გავრცელდეს ლეგალური გზით მოპოვებულ აქტივების მოსამზადებლად, ან ჩასატარებლად. გარკვეულ შემთხვევებში ეს შეიძლება გავრცელდეს ლეგალური გზით მოპოვებულ აქტივებზეც. უკანონო შემოსავალი – პირის საკუთრებაში ან მფლობელობაში არსებული უკანონო ან/და დაუსაბუთებელი ქონება; კლიენტი − პირი, რომელიც კომპანიასთან ამყარებს საქმიან ურთიერთობას ან დებს ერთჯერად გარიგებას მისი მომსახურებით სარგებლობის მიზნით; იდენტიფიკაცია – კლიენტის შესახებ ისეთი ინფორმაციის მოპოვება, რომელიც საჭიროების შემთხვევაში იძლევა პირის მოკვლევისა და მისი სხვა პირებისგან გამორჩევის საშუალებას; ვერიფიკაცია − ისეთი ინფორმაციის (დოკუმენტის) მოპოვება, რომელიც ანგარიშვალდებულ პირს საშუალებას აძლევს, გადაამოწმოს პირის შესახებ მოპოვებული საიდენტიფიკაციო მონაცემების სიზუსტე, ხოლო ბენეფიციარი მესაკუთრის შემთხვევაში − აგრეთვე დარწმუნდეს, რომ მისთვის ცნობილია ბენეფიციარი მესაკუთრის ვინაობა; საეჭვო გარიგება – გარიგება (მიუხედავად მისი თანხის ოდენობისა და ოპერაციის სახეობისა), რომელზედაც არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ იგი დაიდო ან შესრულდა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის მიზნით ან/და ქონება (მათ შორის, ფულადი სახსრები), რომლის საფუძველზედაც დაიდო ან შესრულდა გარიგება, მოპოვებულია ან წარმოშობილია დანაშაულებრივი საქმიანობიდან, ან/და გარიგება დაიდო ან შესრულდა ტერორიზმის დაფინანსების მიზნით (ეჭვს იწვევს გარიგების მონაწილე პირი ან გარიგების თანხის წარმოშობა, ან არსებობს სხვა საფუძველი, რომლის გამოც გარიგება შეიძლება მიჩნეულ იქნეს საეჭვოდ), ან რომ მისი მონაწილე რომელიმე პირი შეტანილია ტერორისტთა ან ტერორიზმის ხელშემწყობ პირთა სიაში ან/და შესაძლებელია დაკავშირებული იყოს მათთან, ან/და რომ მასში მონაწილე ფულადი სახსრები შესაძლებელია დაკავშირებული იყოს ან გამოყენებულ იქნეს ტერორიზმისათვის, ტერორისტული აქტისათვის ან ტერორისტების მიერ ან ტერორისტული ორგანიზაციის ან ტერორიზმის დამფინანსებლის მიერ, ან რომ მისი მონაწილე რომელიმე პირის იურიდიული ან ფაქტობრივი მისამართი ან საცხოვრებელი ადგილი არის არაკოოპერირებად (არამოთანამშრომლე) ზონაში, (არაკოოპერირებად ზონად მიჩნეულია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული ქვეყნები) ან რომ მისი თანხის გადარიცხვა ხდება ასეთ ზონაში ან ასეთი ზონიდან; ამ დოკუმენტში და საქართველოს კანონმდებლობაში გათვალისწინებულ ტერმინებს შორის წინააღმდეგობის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ტერმინთა განმარტებას. კონტროლის მექანიზმები 1. ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის მიზნით კომპანია ნერგავს შიდა კონტროლის მექანიზმებს. 2. კომპანიის შიდა პოლიტიკით და პროცედურებით განისაზღვრება ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის პრინციპები, პასუხისმგებლობებისა და კონტროლის მექანიზმები. კლიენტების იდენტიფიკაცია და ვერიფიკაცია კომპანია ფულის გათეთრების და/ან ტერორიზმის დაფინანსების პრევენციისთვის ახდენს კლიენტების იდენტიფიკაცია/ვერიფიკაციას, მათ შორის, ფიზიკური პირის, იურიდიული პირის ბენეფიციარი მესაკუთრის, იურიდიული პირის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის შესახებ ან/და სხვა პირების შესახებ. პირის იდენტიფიკაცია და ვერიფიკაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით, მარეგულირებელი ორგანოს მითითების/რეკომენდაციისა და კომპანიის მიერ დადგენილი შიდა პოლიტიკისა და პროცედურების შესაბამისად. თუკი მომხმარებლის იდენტიფიკაცია ან/და ვერიფიკაცია შეუძლებელია, კომპანიას უფლება აქვს უარი განაცხადოს მასთან საქმიანი ურთიერთობის დაწყება/გაგრძელებაზე. რისკზე დაფუძნებული მიდგომა 1. კომპანია აანალიზებს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის მიზნიდან გამომდინარე პოტენციურ საფრთხეებსა და მოწყვლადობას. 2. კომპანიაში ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ კონტროლის ძირითად პრინციპს წარმოადგენს რისკზე დაფუძნებული მიდგომა. 3. ML/TF რისკ-ფაქტორების იდენტიფიკაციის შედეგად მინიჭებული კლიენტების რისკ-პროფილის მიხედვით განისაზღვრება კონტროლის მექანიზმები და პრევენციული ღონისძიებები რისკების მიტიგაციისთვის. პრევენციული ღონისძიებები კომპანია იყენებს სხვადასხვა სახის პრევენციულ ღონისძიებას კლიენტის რისკის დონისა და საერთაშორისო და ადგილობრივი რეკომენდაციებისა და პრაქტიკის შესაბამისად. მონიტორინგის სისტემა კომპანიის კონტროლის მნიშვნელოვან მექანიზმს წარმოადგენს საინფორმაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული მონიტორინგის სისტემა, რაც მოიცავს სხვადასხვა ინდიკატორების ერთობლიობით ტრანზაქციების შემოწმებას, კლიენტთა გადამოწმებას სხვადასხვა ბაზაში. ინფორმაციის აღრიცხვა და შენახვა 1. კომპანია აღრიცხავს და ინახავს საქართველოს კანონმდებლობითა და კომპანიის მიერ დადგენილი შიდა პოლიტიკისა და პროცედურების შესაბამისად გათვალისწინებულ ჩანაწერებს და დოკუმენტაციას. 2. კომპანია უზრუნველყოფს ჩანაწერების, ასევე სხვა ნებისმიერი დოკუმენტის და ტრანზაქციებთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის ინფორმაციის შენახვას კანონმდებლობითა და კომპანიის შიდა პოლიტიკისა და პროცედურების შესაბამისად დადგენილი ვადით.
გადმოწერე ბიტნეტის აპლიკაციადაასკანერე QR კოდიგადმოწერე ბიტნეტის აპლიკაცია iOS და Android მოწყობილობებისთვის
გადმოწერე ბიტნეტის
გადმოწერე ბიტნეტის აპლიკაციაბიტნეტის ყველა სერვისი შენს მობილურში. გადმოწერე უფასოდ და მართე კრიპტო მარტივად
დაასკანერე QR კოდიგადმოწერე ბიტნეტის აპლიკაცია